თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტებს შორისაა, შენობის ფანჯრებზე უსაფრთხოების ბადეების მონტაჟი. ამ ეტაპზე, სამუშაოები 100-ზე მეტ ბაღში დასრულებულია, ხოლო 58 საბავშვო ბაღში კვლავ მიმდინარეობს.
ბადეების მონტაჟი სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით ხორციელდება, რაც ითვალისწინებს საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ფანჯრების საევაკუაციო მიზნით გამოყენებას. მიმდინარე სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება.