"თბილისში არც მშენებლობების ნებართვების გაცემა და არც მშენებლობები შეჩერებული არ არის, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ ბოლოთაშვილმა განუცხადა.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიას მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება წარმოადგენს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ასეთი პირობები 260 შემთხვევაზე დამტკიცდა. ამასთან, არის უარის თქმის რაღაც რაოდენობა, ასევე სამშენებლო განაცხადების რაღაც რაოდენობა არის დახარვეზებული, რადგან განაცხადს აქვს ხარვეზი. ასე თუ ისე, გართულებულია K-2 კოეფიციენტის გადამეტების საკითხები. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესს, ეს არც ერთი დღით არ შეჩერებულა“, - განაცხადა თბილისის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა.