”ლიდერფუდის” საწარმოში მედიატური გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ჟურნალისტებთან ერთად, ხარისხის კონტროლის სფეროს წარმომადგენლებმა წარმოების ყველა ეტაპი დაათვალიერეს და საწარმოო პროცესისა და ხორც-პროდუქტების რეალიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
კომპანიაში საწარმოო პროცესს სპეციალურად მოწვეული გერმანელი ტექნოლოგ-კონსულტანტი მარსელ ზაბერნიგი ხელმძღვანელობს, რომელიც პარალელურად ევროპის არაერთ ხორცპროდუქტების საწარმოს უწევს კონულტაციას და მათ ახალი პროდუქტების შექმნაში ეხმარება.
”ლიდერფუდი” არის ქართული კომპანია, რომლის საწარმოო პროცესი და სტანდარდები ევროპულს უტოლდება. ჩვენ პროდუქციას ვაწარმოებთ როგორც ადგილობრივი, ისე გერმანიიდან, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ხორცპროდუქტების საწარმოდან იმპორტირებული პროდუქციით. მხოლოდ ასე იქმნება გარანტირებული ხარისხი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მაღალი ხარისხია, რაც პროდუქციის უსაფრთხოებას გულისხმობს. ამ ყველაფერში კი მე ვეხმარები კომპანიას. ჩვენ ერთობლივად ვაკეთებთ კვლევას, რომლის შედეგების მიხედვითაც ახალ პროდუქტებს ვქმნით. სწორედ თანამშრომლები განაპირობებენ კომპანიის წარმატებას. მე მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგი ადგილობრივი კოლეგები მყავს, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში არიან ჩართული. ჩვენ ერთად ბევრი ახალი პროდუქტის შექმნასა და განვითარებას ვაპირებთ,” - განმარტავს ”ლიდერფუდის” ტექნოლოგ-კონსულტანტი მარსელ ზაბერნიგი.
”ლიდერფუდის” საწარმოს ამიერკავკასიის ბაზარზე ანალოგი არ გააჩნია. ქარხანა, რომელიც 5 600 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული, უახლესი ევროპული აპარატურითაა აღჭურვილი. უშუალოდ წარმოების პროცესში 520 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, კომპანია დისტრიბუციას უახლესი მანქანა-მაცივრებით ახორციელებს.
”ლიდერფუდის” მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის ირინა კეიდიას განმარტებით, კომპანიას საქართველოს ხორცპროდუქტების ბაზრის 35-40% უკავია.
”ჩვენი დღიური წარმოება 30 ტონაა. მომხმარებელს 100-მდე სახეობის პროდუქტს ვთავაზობთ. როგორც წარმოების, ისე დისტრიბუციის პროცესში მაქსიმალურად ვიცავთ სტანდარტებს, რომელიც ევროპულ დონეს შეესაბამება. ზოგადად კი, ახალი საწარმო უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს. შესაბამისად, მრავალფეროვანია ჩვენი სამომავლო გეგმები. დღეს მედიატურის ფარგლებში წარვადგენთ სპეციალურად გრილისთვის შექმნილ პროდუქტს, რომელიც ზაფხულის სეზონისთვის მოვუმზადეთ მომხმარებელს,” - განმარტავს ირინა კეიდია.
უახლოეს მომავალში ”ლიდერფუდი” ნახევარფაბრიკატების წარმოებასაც დაიწყებს.