დღეიდან საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენების უმეტესობა გაძვირდა

დღეიდან საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენების უმეტესობა გაძვირდა. გაერთიანებული აეროპორტების ინფორმაციით, უცვლელი დარჩა მხოლოდ ფრენა ამბროლაურის მიმართულებით, რომელიც 50 ლარი ღირდა და ასევე იქნება.

რაც შეეხება დანარჩენ რეისებს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენები 25 ლარით გაძვირდა და ამიერიდან 65-ის ნაცვლად 90 ლარი (ერთი გზა) ეღირება; ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით ფრენა 10 ლარით გაძვირდა და 40-ის ნაცვლად 50 ლარი (ერთი გზა) იქნება, ხოლო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები 35 ლარით გაძვირდა და 90 ლარის ნაცვლად 125 ლარი (ერთი გზა) იქნება.