ევროკავშირის ლიდერები რუსეთის სანქციებზე 27 მაისს იმსჯელებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები 27 მაისის არაფორმალურ შეკრებაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სამ ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ეკონომიკურს.

ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სამი სტადია აქვს განსაზღვრული, რომელიც ამჟამად მეორე სტადიაზე იმყოფება.

აღნიშნული ეტაპი ითვალისწინებს ზომების გატარებას ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მისამართით. მესამე სტადია კი, რომელზეც ევროკავშირი ჯერ არ გადასულა, რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.