2017 წელს 2016 წელთან შედარებით ენერგეტიკული სასმელების ბაზარი 60%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ნათქვამია საკონსულტაციო კომპანია Gamma-ს მიერ ჩატარებულ კვლევის ანგარიშში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ენერგეტიკული სასმელების მოხმარება საქართველოს ბაზარზე წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება. დღეისათვის ბაზარზე წარმოდგენილია 50-მდე ბრენდი და აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ენერგეტიკული სასმელების ბაზარის მოცულობამ მკვეთრი, 60%-იანი ზრდა განიცადა.
მათი ინფორმაციით, ენერგეტიკული სასმელების ბაზრის 75% სამ ბრენდზე ნაწილდება: ,,Boom“, ,,XL“ და ,,Red Bull“. რეალიზაციის 25% დანარჩენ ბრენდებზე მოდის.
ბაზრის წილის 55%-ზე მეტს, საქართველოს ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე ერთპიროვნულად იკავებს ,,Boom“, - აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება ფასებს, საფასო სეგმენტების მიხედვით, გაყიდვების 77% დაბალფასიან (>5 GL per L) სასმელს უკავია, საშუალო (5-10 GL per L)-8% და მაღალ (10+ GL per L)-16%.
გეოგრაფიული კუთხით, ენერგეტიკული სასმელების რეალიზაციის 75% თბილისში ხდება.
განსხვავებულია ტოპ-3 თბილისისა და რეგიონების მიხედვით:
თბილისი- ,,Boom“, ,,XL“ და ,,Red Bull“-ის წილების ჯამი 75.5%.
რეგიონები- ,,Boom“, ,,Red rain“ და ,,XL“-ის წილების ჯამი 73.5%", - წერია კვლევაში.