საერთაშორისო გამომცემელთა ასოციაციის ცნობით, ახალი დასახელების წიგნების გამოცემის რაოდენობით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ტოპ-25 ქვეყანას შორისაა.
კერძოდ, კი 4.2 ათასი ახალი დასახელების წიგნის გამოცემით საქართველო რეიტინგში 21-ე პოზიციაზეა. 1-ელ ხუთეულში კი ჩინეთი, აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია არიან.
ამასთან, ასოციაციის რეიტინგის თანახმად, მილიონ ადამიანზე ახალი დასახელების წიგნების გამოცემის რაოდენობით 25 ქვეყანას შორის საქართველო 969 წიგნის გამოცემით მე-12 ადგილზეა. რაც შეეხება ტოპ 5 ქვეყანას, ესენია: გაერთიანებული სამეფო, ისლანდია, დანია, საფრანგეთი და ესპანეთი.