2017 წელს საქართველოში 127 ბავშვი გაშვილდა, ხოლო საერთაშორისო გაშვილებას 2 ბავშვი დაექვემდებარა, - ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს დღემდე, საქართველოში 18 ბავშვი გაშვილდა, საერთაშორისო გაშვილებას კი 1 დაექვემდებარა.
რაც შეეხება მიუსაფარ ბავშვებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრით ისარგებლა 188 ბავშვმა.
„2018 წლის მარტის მდგომარეობით, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, მომსახურებით ისარგებლა/სარგებლობს 188 ბავშვი, აქედან დღის ცენტრის მომსახურებით 140, ხოლო სადღეღამისო თავშესაფრით - 48; 2017 წელს, დღის ცენტრის და სადღეღამისო თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლა 270-მა ბენეფიციარმა, აქედან დღის - 186 ბენეფიციარმა, ხოლო სადღეღამისო თავშესაფრით -84; 2016 წელს დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლა 239 ბენეფიციარმა, აქედან დღის ცენტრით -162, სადღეღამისო თავშესაფრით -77. საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 6 დღის ცენტრი და 6 სადღეღამისო თავშესაფარი, აქედან თბილისში არის 4 დღის ცენტრი და 4 სადღეღამისო თავშესაფარი; რუსთავში 1 დღის ცენტრი და 1 სადღეღამისო თავშესაფარი; ქუთაისში კი ფუნქციონირებს 1 დღის ცენტრი და 1 სადღეღამისო თავშესაფარი“, - ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.