Airbus-ი და Dassault-ი ახალ ევროპულ შვეულმფრენზე მუშაობენ

ევროპის წამყვანი ავიატექნიკის მწარმოებელი კომპანიები - Airbus-ი და Dassault-ი შეთანხმდნენ, დაიწყონ ერთობლივი მუშაობა ახალ ევროპულ შვეულმფრენზე.

როგორც „ასოშიეთიდ პრესი“ წერს, დაგეგმილია, რომ ახალი შვუელმფრენები ჯერ დაემატებიან და შემდეგ უკვე, 2030-2040 წლებში სრულად ჩაანაცვლებენ ევროპულ შეიარაღებაში ახლა არსებულ Eurofighter-სა და Rafale-ს.

Airbus-ის ხელმძღვანელის დირკ ჰოუკის განცხადებით, თვითმფრინავზე მუშაობის გრაფიკი საკმაოდ მჭიდროა და კომპანიები საქმეს მალევე შეუდგებიან.

კოკა კვირკველია