დონალდ ტრამპმა და ტიმ კუკმა ამერიკის სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრეს

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და კორპორაცია Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა ოთხშაბათს შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის განსახილვევლი ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკის მიმართ სხვა ქვეყნების სავაჭრო პოლიტიკა იყო.

„მოუთმენლად ველოდები შეხვედრას ტიმ კუკთან, Apple-დან. ჩვენ განვიხილავთ ბევრ საკითხს, მათ შორის იმას, თუ რამდენად არაკეთილსინდისიერად ექცეოდნენ ამერიკას სხვა ქვეყნები ვაჭრობის მიმართულებით“, - დაწერა ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში.

მანამდე დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ მას არ მოსწონს ეს გიგანტური შიდასავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან. მან 22 მარტს ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც სხვადასხვა ზომების მიღებას ითვალისწინებს ჩინეთის არასამართლიანი სავაჭრო პოლიტიკის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 3 აპრილს კი ამერიკამ გამოაცხადა რკინასა და ალუმინზე გადასახადის გაზრდის შესახებ.

კოკა კვირკველია