ამერიკაში Huawei-ს საქმიანობას სწავლობენ - კომპანია შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ სანქციების დარღვევაში ამხილონ

ამერიკის იუსტიციის სამინისტრო ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-ის საქმეზე მოკვლევას აწარმოებს.

მოკვლევის დაწყების საფუძველი ირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციების შესაძლო დარღვევები დასახელდა, - წერს The Wall Street Journal-ი.

გამოცემის წყაროს ცნობით, რა ეტაპზეა გამოძიება ან კონკრეტულად, რა ტიპის ტექნიკის მიწოდებაზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს არ კონკრეტდება. ოფიციალური განცხადება მხარეებს ჯერ არ გაუკეთებიათ.

ჩინეთის საგარეო უწყებამ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ Huawei-ის „მავნებლობა“ უარყო. როგორც უწყების განცხადებაში წერია, თუ კომპანიას ამხელენ დამნაშავედ, მის წინააღმდეგ შესაძლოა, ამერიკის ფინანსურმა ორგანოებმა განსაკუთრებული ზომები მიიღონ, ხოლო იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც საქმესთან იქნებიან კავშირში, შესაძლოა, სს საქმე აღიძრას.

Huawei - ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია, რომლის 170 ათასზე მეტი თანამშრომელი მსოფლიოს 100 ქვეყანაშია დასაქმებული. კომპანია 1987 წელს დაარსდა, მისი სათავო ოფისი შენჯენში მდებარეობს და სხვადასხვა პროდუქციით მსოფლიო მოსახლეობის მესამედს ამარაგებს.

კოკა კვირკველია