28 და 29 აპრილს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 28 და 29 აპრილს, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოებისა და დასუფთავების გამო, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.