1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4640 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4640 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4787 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსიც ცვლილებამ 0.0147 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0007 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0243 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0173 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.