ზუსტად 32 წლის წინ, 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე ავარია მოხდა.
ბირთვული აფეთქების შედეგად, რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია.
ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი გადაიარა. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.
ავარიის შედეგად, სასოფლო სამეურნეო ბრუნვიდან 5 000 000 ჰექტარი მიწა ამოიღეს, ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილია 30 კილომერიანი „განადგურების ზონა", განადგურებულია და დამარხულია ასობით პატარა დასახლებული პუნქტი. ზოგიერთ ადგილას რადიაციის დონე დღემდე მაღალია.
იხილეთ ფოტოგალერეა: