რუსული კომპანია Яндекс-ის შემოსავლებში ინტერნეტ რეკლამის წილი, რომელიც ტრადიციულად 90%-ზე მაღალი იყო, 86%-მდე შემცირდა.
როგორც კომპანიის ანგარიშში წერია, მათმა შემოსავლებმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 26,6 მილიარდი რუბლი შეადგინა, რაც ჯამში 29%-იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, კომპანიის სუფთა მოგება გაიზარდა 126%-ით და 1,85 მილიარდი რუბლი შეადგინა.
რაც შეეხება შემოსავალს ინტერნეტ რეკლამიდან, ის 17%-ით გაიზარდა 22,8 მილიარდ დოლარამდე, თუმცა საერთო სტრუქტურაში მისი წილი 86%-მდეა შემცირებული.
კოკა კვირკველია