ფოტოსერვის Instagram-ის შემქმნელების განცხადებით, მათ აპლიკაციაში ჩაუშვეს ახალი ფუქნცია, რომელიც მომხმარებელს საკუთარი პროფილიდან მთელი მისი კონტენტის გადმოწერის საშუალებას მისცემს.
მათ შორის ფოტოების, ვიდეო ფაილების, კომენტარების, პირადი შეტყობინებებისა და სხვა მონაცემების, - ამის შესახებ გამცემა TechCrunch წერს.
ფუნქცია, რომელმაც მიიღო სახელწოდება Data Download, უკვე ხელმისაწვდომია Instagram-ის ვებ-ვერსიაში, ხოლო უახლოეს მომავალში გამოჩნდება iOS და Android-ის სმარტფონებისთვის.
აღნიშნული ფუნქციის დანერგვას საფუძვლად დაედო უახლოეს მომავალში მისაღები საერთო რეგლამენტი მონაცემთა დაცვის შესახებ (GDPR), რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე 25 მაისიდან ამოქმედდება.
კოკა კვირკველია