რა ავტომობილებს ფლობენ მინისტრები და მათი ოჯახები საქართველოში?

ხელისუფლების მაღალჩინოსნების ქონება ყოველთვის ინტერესს იწვევს და ხშირად კრიტიკის ობიექტიც ხდება ხოლმე.

ამჯერად, Allnews.ge მინისტრების ოჯახების კუთვნილი ავტომობილებით დაინტერესდა. საინტერესოა, რა მარკისა და ღირებულების ავტომობილებს ფლობენ თავად ისინი და მათი ოჯახები?

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის კუთვნილი ავტომობილი 2006 წელს გამოშვებული "მერსედეს-ბენცია", რომელიც მესაკუთრემ 2012 წელს 10 000$-ად შეიძინა.

2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მეუღლე, მარიკა ფანცულაია "ტოიოტა რავ4"-ს ფლობს, რომელიც 22 000$-ად აქვს შეძენილი.

დეკლარაციის მიხედვით, ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა

მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ოჯახს ერთი ავტომობილი ჰყავს. მინისტრის მეუღლე ნინო ეგრისელაშვილი Toyota Avensis 2011-ის მფლობელია, რომელიც ჩუქებით აქვს მიღებული.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკოს 2014 წელს აქვს შეძენელი Toyota Prado. სერგეენკომ ავტომობილი 39 200$-ად იყიდა.

ლევან დავითაშვილს, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრია, დეკლარაციაში მეუღლის, თეა ფარქოსაძის ავტომობილი აქვს მითითებული. დეკლარაციის მიხედვით, "მერსედეს-ბენცი"-ის მარკის ავტომობილი, 2016 წელს 19 000$-ადაა შეძენილი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი Mitsubishi Pajero 2009-ს ფლობს, რომელიც 2014 წელს, ჩუქებით აქვს მიღებული.

იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსაც კი ქონებრივ დეკლარაციაში მეუღლის, ნუგზარ კაკულიას ავტომობილის შესახებ აქვს მითითებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მან 2006 წლის Audi Q7 2017 წელს გაცვლის შედეგად მიიღო.

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის ოჯახი კი 2011 წელს გამოშვებულ Porsche Cayenne-ს ფლობს, რომელიც მინისტრის მამის, გოგი კახიშვილის საკუთრებაშია. 2017 წელს მინისტრის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, გოგი კახიშვილმა ავტომობილი 2017 წელს 30 000$-ად შეიძინა.

სრულად იხილეთ