ისლანდიურმა ავიაკომპანია WOW Air-მა ახალი ვაკანსია გამოაცხადა. კომპანია აპირებს, რომ ფული გადაუხადოს იმ ადამიანს, ვინც საცხოვრებლად ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში გადავა და ევროპის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში იმოგზაურებს.
საოცნებო ვაკანსია მოგზაურ გიდობას გულისხმობს. ვაკანსიაზე შერჩეული ადამიანი მუშაობას 1-ივნისიდან შეუდგება და მხოლოდ 15 აგვისტომდე იმუშავებს. ამ ორთვენახევრის განმავლობაში კომპანია 9500 ევროს ოდენობის ხელფასს გადაუხდის.
ტურისტი გიდი იმოგზაურებს მსოფლის იმ ქვეყნებში, სადაც ავიაკომპანია რეისებს ასრულებს. გიდი გაჩერდება ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, პარიზში, ბარსელონაში და ა.შ. მის მოვალეობაში შევა ვიდეოსიუჟეტების სოციალურ ქსელში ატვირთვა და მოგზაურობის შესახებ ანგარიშის მომზადება. ფრენის, სასტუმროს, კვების და ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად ხარჯებს მთლიანად ავიაკომპანია იღებს საკუთარ თავზე. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავიაკომპანია ტურისტს გიდს ამ პერიოდში 9 500 ევროს გადაუხდის.
ვაკანსიის შესავსებად მსურველები ავიაკომპანიის ვებგვერდს უნდა ესტუმრონ. ასევე უნდა გადაიღოთ 30-დან 2 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეო, რომელშიც თქვენი საცხოვრებელი ქალაქის ღირშესანიშნაობებს აღწერთ. ამ ყველაფრის გაგზავნის დედლაინი კი 14 მაისია.