თბილისის მერის განცხადებას, რომ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში ძველი ავტოფარეხების ნაცვლად, თბილისის მერია მოსასვენებელ სკვერებს გააკეთებს, დაინტერესება უკვე მოჰყვა.
იხილეთ ვიდეო
წერეთლის 93-ის მცხოვრებლები შეთანხმდნენ, რომ მათ ეზოში განთავსებული 7 ავტოფარეხი დაენგრიათ და მის ნაცვლად პარკი გაეშენებინათ. აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებმა კამერასთან გამოჩენა არ ისურვეს, თუმცა მათი გადაწყვეტილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი მოსახლეობის სურვილი იქნება, მათი ავტოფარეხების ადგილას რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა. მისივე ინფორმაციით, ხარჯებს მთლიანად თბილისის მერია გაიღებს.
წყარო: palitravideo.ge