ამერიკამ ზოგიერთ ქვეყანას შესაძლოა, მეტალზე დაწესებული გაზრდილი გადასახადი გადაუვადოს. მათ შორის, საუბარია კანადასა და მექსიკაზე.
გადავადების პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სტადიაზეა ამა თუ იმ ქვეყანასთან მოლაპარაკებების პროცესი. ამ ეტაპზე ამერიკა მოლაპარაკებებს აწარმოებს არგენტინასთან, ბრაზილიასთან და ავსტრალიასთან.
რაც შეეხება სამხრეთ კორეას, გადასახადის გადავადება მოხდა იმის საფუძველზე, რომ ორივე ქვეყანა ვაჭრობის მიმართულებით კვოტებთან დაკავშირებით უკვე შეთანხმდა. ადმინისტრაცია ასევე დაინტერესებულია, თუ რა ქვოტებზე შეუძლიათ მათ დათანხმება.
„სწორედ კვოტებია ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესშიც“ - წერს CNBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, 23 მარტიდან აშშ-მ იმპორტირებულ რკინაზე 25%-მდე და ალუმინზე10%-ით გაზარდა გადასახადები. ის ყველა ქვეყანაზე მოქმედებს, თუმცა ავსტრალიისთვის, ბრაზილიისთვის, კანადისა და მექსიკისთვის, ასევე კორეისთვის და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის პირველ მაისამდე გადავადდა.
კოკა კვირკველია