ჟენევაში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმ „მამკოში“ პაბლო პიკასოს ტილო გამოიფინა, რომელსაც 25 000 მფლობელი ჰყავს.
ნამუშევარი „მუშკეტერის ბიუსტი“, რომელიც 1968 წელს შეიქმნა, გასული წლის დეკემბერში აუქციონზე გაიყიდა. მისი ახალი მფლობელები კი არც მეტი არც ნაკლები საიტ „ქოქას“ 25 000 მომხმარებელი გახდა. მათ ცნობილი მხატვრის ტილოში 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადაიხადეს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აუქციონზე გამოტანილი ლოტი ამხელა ჯგუფმა შეიძინა. პროექტის მიზანი მაღალი ხელოვნების ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომობა იყო.
„ქოქა“ - ეს არის შვეიცარული ვებგვერდი, რომელიც თავის მომხმარებლებს სთავაზობს იაფი ჩემოდნების კომპლექტს ან იაფფასიან ტურებს მარაკეშში. ის 2005 წელს შეიქმნა მოტივით „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენთვისაა. საიტის 25,000 წევრი მის 40,000 აქციას ფლობს, თითოეულს 50 ფრანკად.
„მუშკეტერის ბიუსტი“ „მამკოში“ 6 თვის განმავლობაში დარჩება, მერე კი სხვა მუზეუმში გადავა.
კოკა კვირკველია