მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კომერციული ბანკების მიმართ ეროვნულ ბანკში 702 პრეტენზია დაფიქსირდა.
აქედან 69 შემთხვევაში ბანკებმა პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნიეს; 12 - ფაქტზე - პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნიეს, თუმცა პრობლემა აღმოფხვრილი არ არის; 84 შემთხვევაში განხილვა არ არის დასრულებული, ხოლო 231 ფაქტზე - პრეტენზია ბანკებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.
ოფიციალური მონაცემებით, პრეტენზიები უმეტეს -194 შემთხვევაში მიმდინარე ანგარიშს ეხება. შემდეგ მოდის სამომხმარებლო სესხი, რომელთან დაკავშირებითაც პრეტენზია სებ-ში 63 შემთხვევაში, 36 ფაქტზე კი საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით დაფიქსირდა.
რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათებს, ყველაზე მეტი - 188 პრეტენზია ტრანზაქციებთან არის დაკავშირებული; 76 - ადმინისტრაცია/მომსახურების საკითხთან; 32 შემთხვევაში კი პრეტენზია - ჯარიმებსა და ვადაგადაცილების საკომისიოებს შეეხება.