საქართველოდან ემიგრანტების რიცხვი შემცირდა

გასულ წელს საქართველოდან ემიგრანტების რიცხოვნობა შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 85 451 კაცი შეადგინა.

მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი - 98 288 კაცი იყო.

გასული წლის მონაცემებით, ასევე შემცირებულია იმიგრანტების რაოდენობაც საქართველოში. კერძოდ, მათი რაოდენობა 2017 წელს 83 239 კაცი; 2016 წელს კი - 90 228 კაცი იყო.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2017 წელს მიგრაციული სალდოს (სხვაობა იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობას შორის) უარყოფითი მაჩვენებელი (-2 212) დაფიქსირდა.