როგორია ოჯახების შემოსავალი და ხარჯები საქართველოში - NDI-ის კვლევის შედეგები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესი - 21%-ის განცხადებით, მათი ოჯახის თვიური შემოსავალი 301-500 ლარამდე იყო.

ამასთან, 15%-ის თქმით, გასულ თვეში შემოსავალი 181-300 ლარი; 14%-ის შემთხვევაში - 501-800, 10%-ის თქმით - 801-1200; გამოკითხულთა 5%-5%-ის შემოსავალი საანგარიშო პერიოდში 1201-1600 ლარის ფარგლებში და მეტი იყო; ხოლო 10%-ის თქმით, მათი ოჯახის შემოსავალმა წინა თვეში 180 ლარამდე შეადგინა.

რაც შეეხება ხარჯებს, გამოკითხულთა 21%-ის განცხადებით, მათი ოჯახის დანახარჯმა წინა თვეში 301-500 ლარი; 16%-ის თქმით, 181-300 ლარი; 15%-ის თანახმად 501-800 ლარამდე, ხოლო 11%-ის განცხადებით, მათი ოჯახის ხარჯი წინა თვეში 180 ლარამდე იყო. ამასთან, გამოკითხულთა 10%-ის შემთხვევაში ოჯახის დანახარჯები 801-1200 ლარის ფარგლებში; 5%-5%-ის თქმით კი 1201-1600 ლარის ფარგლებში ან ზევით იყო.

გამოკითხულთა 1%-1% ის განცხადებით კი, მათ ოჯახს დანახარჯი/შემოსავალი გასულ თვეში არ ჰქონია.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

საშუალო ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.