ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის დროზე გადავა და ნახევარსაათიან ჩამორჩენას აღმოფხვრავს

5 მაისიდან ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის დროზე გადავა. გადაწყვეტილება რესპუბლიკის უმაღლესმა სახალხო კრებამ მიიღო.

საინფორმაციო სააგენტო „რენხაპი“ წერს, რომ ეს არის პირველი რეალური ნაბიჯი სეულსა და ფხენიანს შორის დაწყებული სამშვიდობო პროცესებისა, რომელიც ორ ლიდერს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ცოტა ხნით ადრე კი, საათის გადაწევაზე კიმ ჩენ ინი ალაპარაკდა, რომელმაც როგორც ჩანს, შეხვედრისას კედელზე დაკიდებულ საათზე აღბეჭდილ სხვა დროზე დიდი წუხილი გამოხატა. კიმ ჩენ ინმა მიიღო გადაწყვეტილება, სანამ რაიმე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ჩრდილოეთსა და სამხრეთ ჰქონდეთ ერთი დრო.

ფხენიანი საკუთარი დროის სისტემაზე 2015 წელს გადავიდა და მაშინ საათი ნახევარი საათით უკან გადაწია. მანამდე კი ორ კორეას ერთი დრო ჰქონდა.

ამასთან, უცვლელი რჩება ჩრდილოეთ კორეის წელთაღწრიცხვა, ახლა ჩრდილოეთ კორეაში 107-ე წელია.

კოკა კვირკველია