გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირმა უნდა დაიცვას მისი სავაჭრო ინტერესები, თუ აშშ ევროპულ პროდუქციაზე გადასახადებს დააწესებს.
ამის შესახებ „როიტერსი“ გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
„ისინი შეთანხმდნენ, რომ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დააწესოს სავაჭრო შეზღუდვები ევროკავშირთან მიმართებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ევროკავშირი უნდა მოემზადოს საკუთარი პოზიცია დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული სავაჭრო წესების მიხედვით“ - ნათქვამია განცხადებაში.
„ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ საჭიროა მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან და ამერიკის ადმინისტრაციასთან, რათა ამერიკამ უვადოდ გაათავისუფლოს ევროკავშირი გადასახადისგან“ - იუწყება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, 23 მარტიდან აშშ-მა იმპორტირებულ რკინაზე 25%-მდე და ალუმინზე 10%-ით გაზარდა გადასახადი. ის ყველა ქვეყანაზე მოქმედებს, თუმცა ცალკეული ქვეყნებისთვის პირველ მაისამდე გადავადდა, მათ შორის არის ევროკავშირის ქვეყნებიც.
კოკა კვირკველია