წინასწარი შეფასებით, იანვარ-მარტში საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,6 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,2 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ტრანსპორტში, უძრავი ქონებით ოპერაციებსა და ვაჭრობაში.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საგარეო ვაჭრობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 23,3%-ით გაიზარდა და 2 823,8 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი - 740,3 მლნ დოლარი; იმპორტი კი - 2 083,4 მლნ ამერიკული დოლარი იყო.

ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა (ერთეული) მარტში 4 786 იყო, რაც წინა წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,5 მცირეა; ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი 12,1%-ით გაიზარდა და 5 855,9 მლნ დოლარი შეადგინა.