დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები დაიწყო

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები დაიწყო.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან, მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიურ წამლობა სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონების შემდეგ სოფლებში მიმდინარეობს: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: სოფლები ცაიში და შამგონა; ხობის მუნიციპალიტეტი: სოფელი საგვიჩიო; სენაკის მუნიციპალიტეტი: სოფლები დიდიხორში და მენჯი;

აბაშის მუნიციპალიტეტი: სოფლები კეთილარი, პირველი მაისი და სუჯუნა;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: სოფლები ნიგოითი, ქვიანი და ჯაპანა;

ვანის მუნიციპალიტეტი: სოფლები ზედა მუქედი, კუშუბაური და ციხესულორი;

სამტრედიის მუნიციპალიტეტი: სოფლები ტოლები, დაბლაგომი და საჯავახო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება,

ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის დასრულებამდე არ გამოუშვან სკებიდან ფუტკარი! მათივე ინფორმაციით, ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობებისა, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად, გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის საკოორდინაციო შტაბში არსებულ ელექტრონულ ბაზაში.

დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: parosana.ge