Galaxy S9|S9+ ის პრეზენტაცია ტექნოპარკში

თითქმის ერთი თვეა, რაც ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარს სამსუნგის ფლაგმანი სმარტფონები Galaxy S9 და S9+ მოევლინა.

ეს მოწყობილობები სრულად ამართლებენ თავიანთ სლოგანს - „აღმოაჩინე კამერა. თავიდან“. მართლაც, ეს კამერა უპრეცედენტო დახვეწილობის და ტექნიკური სრულყოფილების ნამდვილი ნიმუშია და გამოუცდელ მომხმარებელსაც კი პროფესიონალურ შესაძლებლობებს ანიჭებს. დაგეგმილი ღონისძიება სწორედ Galaxy სერიის ახალი სმარტფონების ამ და სხვა უნიკალური შესაძლებლობების პრეზენტაციას მიეძღვნება.

ხვალ, 1 მაისს, ტექნოპარკში კიდევ ერთხელ გაიმართება Galaxy S9 და S9+ სმარტფონების პრეზენტაცია, ამჯერად ტექნოლოგიური სპეციალობების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული სხვა ადამიანებისათვის. ღონისძიების მიზანია, მომხმარებლებმა მიიღონ უფრო ზუსტი, დეტალური და სპეციფიკური ინფორმაცია სმარტფონების შექმნაში გამოყენებული ტექნოლოგიების შესახებ.

"აღმოაჩინე კამერა. თავიდან." - სწორედ ასე ახასიათებს კომპანია უახლეს სმარტფონებს, ვინაიდან მობილურ ინდუსტრიაში პირველად სწორედ აქ წარმოადგინა ინოვაციური ორმაგი მოძრავი დიაფრაგმა. Galaxy S9 | S9+ კამერის მთავარი ღირსება "სუპერ შენელებულ გადაღებაში" მდგომარეობს. მისი საშუალებით შესაძლებელია ვიდეოს აღბეჭდვა 960 კადრი/წამში სიჩქარით, რაც სტანდარტული ვიდეოს გადაღების სიჩქარესთან შედარებით 32-ჯერ უფრო შენელებულია და სმარტფონს რეალური 0.2 წამის შუალედის აღქმა ჯამში 6 წამად შეუძლია.

თანამედროვეობაში სმარტფონის მომხმარებლები სულ უფრო ხშირად გამოხატავენ და აზიარებენ საკუთარ ემოციებს გამოსახულებების, ვიდეოებისა და ემოჯების საშუალებით. ვირტუალური ემოჯი ახალი ფუნქციაა სამსუნგის ფლაგმანში. ეს არის ადამიანის ანიმაციის შექმნა და მისი გამოყენება ცოცხალ რეჟიმში, სმაილებისათვის და GIF ანიმაციებისათვის. ერთი პერსონაჟის ანიმაციის შექმნისთანავე იქმნება 18 ემოჯი, რომლებიც გამოხატავენ სხვადასხვა ემოციას. ვირტუალური ემოჯი ეს არის კომუნიკაციის კიდევ უფრო დახვეწილი და პერსონალიზირებული ფორმა, რომელიც კარგად ერგება თანამედროვე სამყაროს და საკმაოდ სახალისოა.

ფუნქციურ მრავალფეროვნებასთან ერთდ Galaxy S9|S9+ მონაცემებითაც მოწინავეა. მასში გამოიყენება 10 ნანომეტრიანი, საოცარი წარმადობის მქონე Exynos 9810 Octa, რომლის 8 ბირთვი მზად არის შეასრულოს აბსოლუტურად ნებისმიერი ამოცანა, 10 ნანომეტრიანი ლითოგრაფიის ხარჯზე პროცესორი ფაქტობრივად, არ ხურდება და ინარჩუნებს სტაბილურ სამუშაო ტემპერატურას. რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს Galaxy S9|S9+ აღჭურვილა 64 GB საბაზისო შიდა მეხსიერებით და micro SD ბარათის მეხსიერების სლოტით, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ მეხსიერება.

(R)