ხვალიდან რიყე-ნარიყალას საბაგირო მგზავრებს კვლავ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე გეგმურ - პროფილაქტიკური სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ  თბილისის მერიიდან იუწყებიან.

“1-ელი მაისიდან საბაგირო მგზავრებს კვლავ მოემსახურება. სამუშაოები თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა ტექნიკურმა ჯგუფმა, მწარმოებელი კომპანიის “ლეიტნერის“ სპეციალისტებთან ერთად აწარმოა“, - ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.