მარტის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 14.7 მლნ ლარით შემცირდა და 366.6 მლნ ლარს გაუტოლდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო.
ვადაგადაცილებული სესხების 46.4 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.0 პროცენტს გაუტოლდა.