“ისრაელის ტექნოლოგიურ ჰაბში” სწავლა დაიწყო - მალე საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მაღალკვალიფიციური კადრები ეყოლება

“ისრაელის ტექნოლოგიურ ჰაბში” სწავლა-კადრების გადამზადება დაიწყო.

მალე საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მაღალკვალიფიციური კადრები ეყოლება, რომლებიც საერთაშორისო მაღალანაზღაურებად პროექტებში იმუშავებენ.

ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის ფარგლებში, 500 აპლიკანტს შორის 30 საუკეთესო კანდიდატის შერჩევა მოხდა და ჯგუფის გადამზადება უკვე დაიწყო. გადამზადების პროცესი 7 თვე გაგრძელდება და მას ისრაელის მხარე სრულად აფინანსებს. შედეგად, აპლიკანტები ისრაელის ტექჰაბში დასაქმდებიან და საერთაშორისო პროექტებზე იმუშავებენ. 3 ეტაპიან შერჩევის პროცესში ისრაელის მხარე იყო ჩართული. ტექჰაბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ერან ლასერი სპეციალური ვიზიტის ფარგლებში რამდენჯერმე ეწვია საქართველოს და საბოლოოდ, პროექტის პირველი ნაკადი ფორმულირდა.

bpn

შერჩეულ აპლიკანტთა შორის არიან თეა სილაგავა და ალექსანდრე ახვლედიანი, ბიზნესისა და ტექნოლოგოების უნივერსიტეტის ტოპ რეიტინგის სტუდენტები, რომლებიც სხვა კანდიდატებთან ერთად გადამზადდებებიან.

”ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი” ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტია, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების ინტენსიურ გადამზადებას და მათ შემდგომ დასაქმებას საერთაშორისო პროექტებში უზრუნველყოფს. პროექტი ხორციელდება ისრაელის მხარის სრული დაფინანსებით და მისთვის გამოიყოფა განვითარების მრავალმილიონიანი ფონდი. რესურსი დაიხარჯება კადრების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახალი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნასა და განვითარებაზე. პროცესში ჩართული იქნებიან ისრაელის წამყვანი სპეციალისტები. გადამზადების პროგრამების გარდა, პროექტი გულისხმობს ახალი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნას, განვითარებას და მათი მდგრადობის მხარდაჭერას.

bpnპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ილია წულაია, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში - მენი ბენიში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. შეთანხმებას ქართულ და ისრაელის მხარეს შორის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოეწერა ხელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი შერჩეული აპლიკანტია ბიზნესისა დ ატექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგების პროგრამის ტოპ რეიტინიგის სტუდენტი ალექსანდრე ახვლედიანი.

აღნიშნული საინვესტიციო პროექტი დიდ როლს შეასრულებს ქვეყნის რეგიონალურ ტექნოლოგიურ ჰაბად ფორმულირებაში და ქართველი კადრების მიმართ საერთაშორისო შრომის ბაზრებზე ინტერესის გაზრდაში.