„საკმაოდ გაიზარდა სამომხმარებლო სესხების გაცემა, რომელთა უმეტესი ნაწილი მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შესწავლის გარეშე გაიცემოდა“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ამის მიმართ ფინანსურმა ინსტიტუტებმა მაღალი „მადა“ გამოავლინეს და არსებობდა იმის რისკი/საშიშროება, რომ გადამხდელუნარიანობის შესწავლის გარეშე გაცემული სესხების პორტფელი საკმაოდ გაიზრდებოდა.
„რეგულაციებთან დაკავშირებით ფინანასთა ინსტიტუტებთან კონსულტაციები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. ჯერ კიდევ გასულ წელს შევიდა ძალაში კაპიტალის მოთხოვნები გარკვეული ტიპის სესხებზე, რომელიც მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის შესწავლის გარეშე იყო გაცემული და ბანკებს მათზე მეტი კაპიტალის მოტანა მოეთხოვათ. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სექტორი ამ ცვლილებებისთვის არის მომზადებული და ვფიქრობ, რეგულაციებს მომზადებული ხვდება,“-აღნიშნა გვენეტაძემ.