დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას განიხილავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს.

ამის შესახებ გაზეთი The Daily Telegraph წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ „ბრექსიტის“ შემდეგ ასეთი შეთანხმება ლონდონსა და ბრიუსელს შორის ვაჭრობის და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობისთვის საჭირო პირობებს შექმნის. ამასთან, ეს დროის ეკონომიაც იქნება, რადგან ლონდონში ხელშეკრულების წესებს უკვე კარგად იცნობენ.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე მოლაპარაკებები 2017 წელს რეფერედუმის დაწყებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ბრიუსელში დაიწყო, კონსულტაციები ამ საკითხზე მიმდინარე წლის დეკემბრამდე გასტანს, რის შემდეგაც უკვე მხარეებს მზად ექნებათ პარლამენტებში სარატიფიკაციოდ გამზადებული დოკუმენტები.

კოკა კვირკველია