ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რკინასა და ალუმინზე დაწესებული გაზრდილი გადასახადი ცალკეული ქვეყნებისთვის მორიგ ჯერზეც გადაავადა.
საუბარია ევროკავშირის ქვეყნებზე, კანადასა და მექსიკაზე, ამჯერად გადავადება მოხდება პირველ ივნისამდე.
ამავდროულად, როგორც „ამერიკის ხმა“ იუწყება, ტრამპმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია არგენტინასთან, ავსტრალიასა და ბრაზილიასთან, თუმცა ამ შეთანხმების დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში დონალდ ტრამპმა რკინის იმპორტზე 25%-იანი გადასახადი, ალუმინზე კი 10%-იანი გადასახადი დააწესა, თუმცა დროებით გამორიცხა კანადა, მექსიკა, ბრაზილია, ავსტრალია, არგენტინა და ევროკავშირი.
კოკა კვირკველია