ზედაზენის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში ზედაზენის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, სატენდერო წინადადებების მიღება 26 მაისს დაიწყება და 30 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 943 712 ლარია.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი დაფინანსებას მსოფლიო ბანკისაგან მიიღებს.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა (სიგრძე 6305 მ) იწყება სოფელ საგურამოში და სრულდება ზედაზენის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ქვე-პროექტი მოიცავს შემდეგ სამუშაოებს: მიწის ვაკისის რეაბილიტაცია; გზის საფარის რეაბილიტაცია.

ასევე, ქვე-პროექტით გათვალისწინებულია 3 ტიპის საფარის მოწყობა: ბეტონის საფარის მოწყობა სოფელ საგურამო ფარგლებში; ღორღის საფარის მოწყობა; გრანიტის ქვაფენილის მოწყობა. ქვაფენილით გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობა, ავტოსადგომიდან მონასტრის მიმართულებით, ასევე მონასტრის გარშემოვლითი გზის მოწყობა; წყალგამტარი მილის დემონტაჟი და ახალი წყალგამტარი მილების მოწყობა; ახალი წყალგამტარი მილის მოწყობა; რკინაბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა გზის ბოლოს; ტურისტების უსაფრთხოების მიზნით გზის მარჯვენა მხარეს ლითონის დამცავი ბადის მოწყობა; 23 მიერთების მოწყობა ასფალტობეტონის საფარით და 6 მიერთების მოწყობა ღორღოვანი საფარით, 35 ეზოში შესასვლელის მოწყობა ასფალტობეტონის საფარით და 2 ეზოში შესასვლელის მოწყობა ღორღოვანი საფარით; საგზაო ნიშნების მოწყობა და ლითონის ბაგირის შემოღობვის მოწყობა გზის საშიშ მონაკვეთებზე; გრანიტის საფარველის მოწყობა მონასტრის მთავარი შესასვლელიდან გვერდით შესასვლელამდე მონასტრის კედლის გასწვრივ.

ობიექტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თბილისიდან 30 კმ მანძილზე.