momxmarebeli.ge ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის (RAPEX) ყოველკვირეული ანგარიშების ბმულების გამოქვეყნებას იწყებს. გასული თვის ანგარიშში ევროკავშირმა არაერთი პროდუქცია შეიყვანა სახიფათო ნივთების სიაში. მათ შორის არის დიდი რაოდენობით სათამაშოებიც.
"სწრაფი განგაშის სისტემაში მონაცემები შეაქვთ ევროკავშირის სახელმწიფო მაკონტროლებელ უწყებებსა და მეწარმეებს. ევროკავშირის ყველა ქვეყნის შესაბამისი მაკონტროლებელი უწყება ვალდებულია შეტყობინების შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და არ დაუშვას საფრთხის შემცველი პროდუქტის გაყიდვა.
სამწუხაროდ, საქართველოში, მხოლოდ რამდენიმე სახის პროდუქტის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება და პროდუქტების დიდი ნაწილი, რომელიც თუნდაც ევროკავშირში სახიფათოდ აღიარეს, შეიძლება თავისუფლად მოხვდეს საქართველოს ბაზარზე", - წერს momxmarebeli.ge.
გთავაზობთ იმ სათამაშოების ფოტოებს, რომლებიც ევროკავშირში სხვადასხვა მიზეზების გამო სახიფათოდ მიიჩნიეს: