iPhone-ის შემოსავალმა საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბა

კომპანია Apple-ის შემოსავალმა საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბა. კომპანიამ 2018 წლის პირველ კვარტალში 61,14 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა მისი სმარტფონების გაყიდვები დაგეგმილზე ნაკლები აღმოჩნდა.

როგორც 2018 წლის პირველი კვარტლის შემაჯამებელი ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა, ამ პერიოდის განმავლობაში გაყიდულია 52,28 მილიონი iPhone. ამასთან, პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავლებმა 61,14 მილიარდი დოლარი შეადგინა, სუფთა მოგებამ კი 13,82 მილიარდი.

როგორც გაირკვა, iPhone-ის გაყიდვები მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა, მიუხედავად ზრდისა, ის მაინც პროგნოზირებულზე ნაკლებია. თავდაპირველი გათვლებით, გაყიდვების რაოდენობა 52,54 მილიონი უნდა ყოფილიყო. თუმცა პროგნოზირებულზე მეტია შემოსავლები, როგორც „როიტერსი“ წერს, ექსპერტები 60,82 მილიარდ დოლარიან შემოსავალს ელოდნენ.

კოკა კვირკველია