წელს Global Idea-ს და The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებულმა ბიზნესდაჯილდოებამ 50 რჩეული ბრენდი გამოავლინა.
ნომინაციებს შორის იყო ხორცპროდუქტების #1 კომპანია და სუპერმარკეტების #1ქსელი. ორივე ნომინაციაში გამარჯვება ”ნიკორამ” მოიპოვა, კომპანიამ, რომელიც უკვე 20 წელს ითვლის და ტრადიციულად ბაზრის ლიდერია ორივე მიმართულებით.
Global Idea-ს და The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებული დაჯილდოება ”ოქროს ბრენდი” გახლავთ მთავარი ჯილდო ბიზნეს პროექტებისთვის საქართველოში, რომელსაც ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები. რჩეული ბრენდების კვლევა ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველი ეტაპზე - ოქროს ბრენდების შერჩევაში მონაწილეობდნენ: უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლები, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, კონსალტინგური ჯგუფები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში. მათ შეარჩიეს თითოეულ ნომინაციაში რჩეული 2 ბრენდი. მათ ევალებოდათ, რომ შეერჩიათ თითოეულ კატეგორიაში ნომინანტი ბრენდები მათი ცნობადობის, კომპანიის ავტრიტეტის და განსაკუთრებით წარმატებული კრეატიული გადაწყვეტილებების მიხედვით.
მეორე ეტაპზე გამოკითხვა მომხმარებლებში ჩატარდა და ექსპერტების მიერ შერჩეული 2 ბრენდიდან საუკეთესო სწორედ მათ დაასახელეს.
რაც შეეხება თავად ჯილდოს, „ოქროს ბრენდის“ წოდება ზრდის მომხმარებლის ნდობას, აქცევს მას საერთაშორისო სავაჭრო ნიშნად, რომელსაც წარმატებით იყენებენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ბრენდები. როგორც დაჯილდოების ორგანიზატორები, Global Idea-ს წარმომადგენლები განმარტავენ, კონკურსში გამარჯვება გამოხატავს არამარტო ბრენდის წარმატებას, არამედ, მათ პროფესიონალურ სტატუსს, ვისი ხელმძღვანელობითაც ბრენდმა მწვავე კონკურენციის პირობებში ბაზარზე ლიდერის პოზიცია დაიკავა.
სწორედ ამ დაჯილდოების შესაბამისი ნომინაციების რჩეული ბრენდები გახდნენ ”ნიკორა” და ”ნიკორა სუპერმარკეტი”. ”ნიკორამ” - კვების პროდუქტების პირველმა ორგანიზებულმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა საწარმომ ქვეყანაში ზოგადად ხორცპროდუქტების წარმოების მიმართულების განვითარებას ჩაუყარა საფუძველი და უკვე 20 წელია 40%-იანი წილით მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ამ ბაზარზე.
"ნიკორას" პირველი სუპერმარკეტი თბილისში, 2000 წელს გაიხსნა. მომდევნო წლებში, ქსელი გაფართოვდა და სრულიად საქართველო მოიცვა. ამჟამად, "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი - 228 სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. უმაღლესი ხარისხი, ასორტიმენტის მრავალფეროვნება, არჩევანის თავისუფლება, მაქსიმალური კომფორტი და ხელმისაწვდომი ფასები - "ნიკორას" სუპერმარკეტების მთავარი უპირატესობაა.
რაც შეეხება, ”ოქროს ბრენდის” დაჯილდოებას, ის 2006 წლიდან ტარდება და ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული საქართველოში.