"ჭაშნაგირმა" რიგით მეხუთე პაბ-რესტორანი ვაჟა-ფშაველაზე გახსნა

საქმიანი სადილისთვის, მეგობრების წრეში ვახშმისთვის, საოჯახო შეკრებისთვის და მასშტაბური დღესასწაულისთვის საჭიროა შესაბამისი რესტორნის არჩევა.

ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტ დანახარჯსაც ავარიდოთ თავი.

ჩვენ ქართული რესტორნების ქსელ „ჭაშნაგირს“ ვეწვიეთ და დავინტერესდით თუ როგორ ახერხებენ „ჭაშნაგირი ჯგუფში“ უმასპინძლონ ყველა გემოვნების სტუმარს.

2012 წელს დაარსებული რესტორნების ქსელი დღეს პოპულარობით სარგებლობს თბილისში და ქალაქგარეთ. „ჭაშნაგირის“ ცნობადობასა და სანდოობას განაპირობებს სწრაფი და ამავდროულად ბარაქიანი მომსახურება.

1 აპრილს, რესტორნების ქსელს, კიდევ ერთი გამორჩეული პაბ-რესტორანი შეემატა, რომელიც ვაჟა-ფშაველას 30 ნომერში მდებარეობს. ის განსხვავებული კონცეფციით, დიზაინითა და კერძებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ მეგაშოუ „მხოლოდ ქართულს“ მასპინძლობს ყველაზე გემრიელი, ქართული რესტორნების ქსელი „ჭაშნაგირი ჯგუფი“.

ახალი რესტორანის შესახებ გვესაუბრება ქსელის გენერალური დირექტორი გიორგი ყიფიანი:

- გთხოვთ გვითხრათ, რით არის გამორჩეული და საინტერესო პაბ-რესტორანი?

- გამორჩეულია იმით, რომ თუ აქამდე ჩვენი სამზარეულო იყო მხოლოდ ქართული, პაბ რესტორანში დავამატეთ ევროპული კერძები, როგორიცაა: ძეხვეულის დაფა, კანჭის დაფა, ნეკნის დაფა ბარბექიუს სოუსითა და სულგუნის ჩხირებით და სხვა მადისაღმძვრელი კერძები. პაბ-რესტორანში გვაქვს ლუდის ფართო არჩევანი და ასევე ჩვენი ექსკლუზივია ლუდი „ჭაშნაგირი“, რომლის დაგემოვნება სტუმრებს მხოლოდ ჩვენს რესტორნების ქსელში შეუძლიათ.

- პაბ-რესტორანის კონცეფცია, კლასიკური რესტორნისგან განსხვავებით, სტუმრების დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიღებას გულისხმობს. თქვენთანაც ასეა?

- დიახ, ჩვენთან ნებისმიერ სტუმარს გავუმასპინძლდებით საუზმით, სადილითა და ვახშმით. მოგეხსენებათ, ლანჩისთვის ადგილის შესარჩევად შემდეგ კრიტერიუმებს ექცევა ყურადღება: რესტორანს უნდა ჰქონდეს მოსახერხებელი ავტოსადგომი, არ უნდა იყოს ხმაურიანი მუსიკა დარბაზში. ამავე დროს, მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი. ჩვენთან ყველა ეს პირობაა შექმნილი. სავახშმოდ კი ატმოსფეროს, გარემოს არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე კერძებს. ჩვენს პაბ-რესტორანში, როგორც უკვე აღვნიშნე, გამორჩეული ინტერიერია, გემოვნებიანი ფონური მუსიკაა და სპორტის მოყვარულთათვის, გვაქვს მონიტორები, საიდანაც სპორტული ღონისძიებები გადაიცემა ლაივ რეჟიმში. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალურად გამოყოფილი კუპით, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ჩვენთან დაგეგმონ პრივატული შეხვედრები თუ საქმიანი სადილები.

- როგორ გაჩნდა იდეა, გაგეხსნათ თქვენი რესტორნების ქსელისგან განსხვავებული კონცეფციის რესტორანი?

- ეს ერთი მხრივ ჩვენი სტუმრების მოთხოვნა იყო, მეორე მხრივ კი რესტორნის მენეჯმენტში გადაწყდა გაგვეხსნა და გვეცადა პაბის ტიპის რესტორნის გახსნა. ადგილმდებარეობა ძალიან მოსახერხებელი შევარჩიეთ, შემდეგ ვიზრუნეთ მზარეულების გადამზადებაზე. მომხმარებლებმა უკვე იციან რომ „ჭაშნაგირში“ ძალიან გემრიელი მენიუა, ეს მიმართულება ვაჟა-ფშაველას პაბ-რესტორანშიც უმაღლესად არის შენარჩუნებული. ვინც გურმანია, აფასებს გემრიელ სამზარეულოს, სწრაფ, თავაზიან მომსახურებას და გემოვნებიან მუსიკას სწორედ მათთვისაა ჩვენი ახალი რესტორანი.

- როგორ ურთიერთობთ მომხმარებელთან და ითვალისწინებთ თუ არა მათ აზრს?

- ორიენტირებული ვართ ჩვენი სტუმრების მოთხოვნებზე, თითოეულ მათგანთან გვაქვს კომუნიკაცია და მათ სურვილებზე ვცდილობთ ფოკუსირებას. გვყავს პიარისა და მარკეტინგის მენეჯერები. მათ ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია მომხმარებელთან, სოციალური ქსელითა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით. ჩვენ ვამართლებთ „ჭაშნაგირი ჯგუფის“ მთავარი სლოგანს - გემრიელი, ქართული. რესტორნების ქსელი "ჭაშნაგირი" - მრავალფეროვანი გარემო და მომსახურება ყველა გემოვნების სტუმრისთვის.

(R)

თეკლე ჯანელიძე