"თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მიმდინარე წლის 1 მაისის 07:00 საათიდან 2 მაისის 07:00 საათამდე, აღნიშნული კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპატრულო პოლიციაში სულ 12 შეტყობინება შემოვიდა.
ამის შესახებ Allnews.ge-ს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
საპატრულო პოლიციამ თითოეულ შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა, გაფორმდა 3 საჯარიმო ოქმი და დაჯარიმდა 3 მოქალაქე. 12 შეტყობინებიდან კი კანონდარღვევის 9 ფაქტი არ დადასტურდა.
მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან დახურულ სივრცეებში მოწევა აიკრძალა. საუბარია, პირადი საცხოვრებლის გარდა, ნებისმიერ შენობაზე, იქნება ეს კაფე, რესტორანი თუ ოფისი.
წყარო: allnews.ge