რა მეთოდებს იყენებენ ქართველი ემიგრანტები ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მისაღებად

ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები - ძნელია ვარაუდის დონეზე მაინც იმის გამოცნობა, ეს თემა რამდენ ხანს იქნებააქტუალური და, რაც მთავარია, პრობლემური. თვეში რამდენჯერმე ევროპული გამოცემები თავშესაფრის მაძიებელთა ახალ-ახალ სტატისტიკას აქვეყნებენ და ყოველი მომდევნო წინაზე საგანგაშოა.

ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს და არასახარბიელო მონაცემებს აქვეყნებს გერმანული მედია. ქართული საზოგადოების ნაწილის ვერსიით, ეს რუსეთი პროპაგანდის ნაწილია. სხვები კი ამ სტატისტიკას სახიფათოდ აღიქვამენ და შესაძლო გართულებებზე საუბრობენ.

AMBEBI.GE- სთან საუბარში გერმანიაში არალეგალურად მცხოვრები ქართველი გოგონა ამბობს, რომ უარის შემთხვევაში, ადვოკატის რჩევით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ვიდრე სასამართლო პროცესი იქნება, რომელიც როგორც წესი, დროში იწელება, ის სხვა ქვეყანაში გადასვლას მოასწრებს.

"მე ადვოკატის ფული არ მაქვს, მაგრამ მათ აქ არსებული საერთაშორისო ორგანაზიციები აფინანსებენ. ეს ერთგვარი უფლებადამცველი ორგანიზაციებია, რომელთაც, როგორც ვიცი, პროექტები აქვთ და ფინანსურ დივიდენდებზე მუშაობენ. ამიტომ მიყვარს ევროპა - შანსს გაძლევს, თუ იბრძოლებ, შეიძლება წარმატებას მიაღწიო. ჩემი ნებით დაბრუნებას არ ვაპირებ", - ამბობს ის.

ლტოლვილთა თავშესაფარში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ, თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრეს 32 წლის ნანას, რომელიც გერმანიას უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ეწვია და სამშობლოში დაბრუნება ერთი კვირის შემდეგ მოუწევს.

"არიან ისეთებიც, ვინც პასუხის მოსვლამდე სხვა ქვეყანაში გადავიდა. ევროპაში გადაადგილება უპრობლემოდ ხდება, თუმცა, ასევე უპრობლემოდ ხდება მათი აყვანა და დეპორტაცია. ზოგს უმართლებს და რჩება. მეც ვნანობ, რომ იგივე არ გავაკეთე, - დეპორტაციას ავცდებოდი. ეს ჩემი სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი შანსი იყო. დაბრუნების შემდეგ, ალბათ საბუთებს შევცვლი და თურქეთში გადავალ. არადა, ამ განცხადებაში მივუთითე, რომ უკიდურესად მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ვითხოვდი თავშესაფარს, მაგრამ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთო, - მითხრეს.

სრულად იხილეთ