მსოფლიო კიდევ ერთ დიდი გამოწვევის წინაშე დგას - 2025 წლისათვის ჭარბწონიანობის პრობლემით დედამიწაზე 70 მილიონზე მეტი ბავშვი დაიტანჯება. ამ საგანგაშო მდგომარეობის შესაცვლელად, რომელიც არაჯანსაღი საკვებით არის გამოწვეული, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო ბრენდი „ბეკო“ მასშტაბურ საკომუნიკაციო კამპანიას აწარმოებს.
6 მაისს მთელი მსოფლიოს ყურადღება ბარსელონასკენ იქნება მიპყრობილი. ამ დღეს კამპ ნოუზე საფეხბურთო სამყაროს მთავარი მატჩი „ელ კლასიკო“ გაიმართება. ამ სპორტულ სანახაობას მსოფლიოში 700 მილიონზე მეტი ადამიანი ნახავს. ბეკო აპირებს, ეს თამაში გამოიყენოს ზემოთხსენებული პრობლემის ცნობადობის ასამაღლებლად და ფანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის ფეხბურთის ქართველ ქომაგებსაც აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ამ საშინელი პრობლემის გადაჭრაში.
კამპანია რამდენიმე ეტაპისგან შედგება, თუმცა ყველაზე საინტერესო ნაწილი არის ის, რომ თამაშის დღეს კამპ ნოუს სტადიონზე დამონტაჟდება დიდი ეკრანი, რომელიც დაიწყებს უკუთვლას 70 მილიონიდან. ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ, სოციალურ ქსელებში (Instagram, Twitter) დაწერონ #EatLikeAPro. თითოეულ დაწერილ ჰეშთეგზე ეკრანზე განთავსებული რიცხვი შემცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მილიონობით ადამიანი გაიგებს არსებული პრობლემის შესახებ. ეს კამპანია არის უპრეცედენტო შესაძლებლობა საქართველოში მცხოვრებთათვისაც, რამდენადაც ჩვენც შეგვეძლება, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დიდი პრობლემის დამარცხებაში.
ეს მთლიანი აქტივაციის მხოლოდ ერთი ნაწილია. კამპანიის ფარგლებში ასევე მოეწყობა ბარსელონას ფეხბურთელების მაისურების გაყიდვა აუქციონზე. შემოსული თანხა გადაერიცხებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ბავშვების სიმსუქნის პრობლემებზე მუშაობენ.
(R)