უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის ანალოგიურ სანქციებს დააწესებს.
ამასთან, უკვე დაწესებულ სანქციებს კი გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ქვეყნის უშიშროების ეროვნული საბჭოს სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ახლა მოქმედი სანქციების სინქრონიზირება მოხდეს ევროკავშირთან და ამერიკასთან. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენ მოვახდენთ ახალი სანქციების კოორდინირებას ამერიკის მიერ რუსეთის მოქალაქეებზე და კომპანიებზე დაწესებულ სანქციებთან“ - განაცხადა პოროშენკომ.
როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სანქციების დაწესება ხდება სამი წლით ან უვადოდ კონკრეტული ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ. სანქციების ზუსტი მექანიზმის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
კოკა კვირკველია