2018 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,5 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 0,4 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-3,1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1,4 პროცენტი), თევზეული (-1,1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0,5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (3,7 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,4 პროცენტიანი კლება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა როგორც ტანსაცმელზე (-1,4 პროცენტი), ისე ფეხსაცმელზე (-1,1 პროცენტი); ტრანსპორტი: ფასები შემცირებულია 0,4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0,04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2,0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-0,5 პროცენტი)“, - აცხადებენ საქსტატში.
სტატისტის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები მომატებულია 2,1 პროცენტით, რაც 0,66
პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (19,7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3,5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.2 პროცენტი), თევზეული (2,4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი ( 2,1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1,6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-3,7 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,9 პროცენტიანი ზრდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,43 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4,4 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,9 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები მომატებულია 5,6 პროცენტით, რაც 0,38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (11,0 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,38 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (5,2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 4,1 პროცენტით, რაც 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (5,3 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (4,5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,4 პროცენტი)“, - აცხადებენ საქსტატში.