კომპანია Nikola Motor-მა ამერიკის შტატ არიზონას სასამართლოში ასევე ამერიკული კომპანია Tesla-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 2 მილიარდ დოლარზე. ის ელექტრომობილების მწარმოებელს მისი პატენტების ელექტრო-სატვირთო Semi-ში უნებრთვოდ გამოყენებაში ადანაშაულებს.
სტარტაპმა Nikola Motor-მა, რომელიც 2014 წელს დაარსდა, საკუთარი წყალბადზე მომუშავე სატვირთო 2016 წელს წარმოადგინა. Tesla-ს წინააღმდეგ სარჩელში კომპანია აღნიშნავს, რომ არის ბევრი მსგავსება მათ მიერ შექმნილ სატვირთოსა და Tesla-ს Semi-ს შორის, რაც მოწმობს, რომ მოხდა პატენტების დარღვევა. Nikola Motor-ის განცხადებით, პატენტების დარღვევა ხელს უშლის კომპანიას ინვესტორების მოზიდვაში, ამიტომ მას სურს დანაკარგის ანაზღაურება 2 მილიარდი დოლარის ოდენობით.
Tesla-მ საკუთარი ელექტროძრავიანი სატვირთო Semi 2017 წლის ნოემბერში წარმოადგინა. ფუტურისტული დიზაინის მქონე სატვირთოს 36 ტონა ტვირთის გადაზიდვა და 800 კილომეტრი მანძილის გავლა შეუძლია ერთჯერადი დამუხტვით. ეს კი კომპანიის დამფუძნებლის ილონ მასკის განცხადებით, სრულიად საკმარისია, ვინაიდან ამერიკის ბაზარზე სატვირთოების 80%-ს ტვირთი 400-კილომეტრიან დისტანციაზე დააქვს. სატვირთოს შეუძლია 100 კმ/სთ-მდე 5 წამში აჩქარდეს, ხოლო მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში 20 წამში, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივძრავიანი სატვირთოების შემთხვევაში. ავტომობილის პირველი პარტიის მიწოდება დაიწყო მიმდინარე წლის მარტში, თუმცა მისი მასიური წარმოება 2019 წლამდე არ არის მოსალოდნელი.
კოკა კვირკველია