ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბის პროფილაქტიკური სამუშაოებისა და დასუფთავების გამო, 5 და 6 მაისს, ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება , - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.