სმარტფონების მწარმოებელი ჩინური კომპანია Xiaomi საფონდო ბირჟაზე აქციების პირველად განთავსებას (IPO) იწყებს, რომელმაც შესაძლოა, 2014 წელს დაფიქსირებული, რეკორდული მაჩვენებელი გადაფაროს.
კომპანია 10 მილიარდი დოლარის მოზიდვას და 100 მილიარდ დოლარის შეფასებას ვარაუდობს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
Xiaomi-ის IPO-ს განთავსების მოედნად კი განიხილება ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა (HKEX). კომპანიამ ამის შესახებ განაცხადი უკვე გააგზავნა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ Xiaomi-ის აქციების განთავსება შესაძლოა, რეკორდული აღმოჩნდეს ჩინეთსა და მსოფლიოში - ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ აქციების რა წილს გაიტანს გასაყიდად კომპანია. 2014 წელს ჩინურმა ქსელმა Alibaba-მ საფონდო ბირჟაზე 25 მილიარდის ღირებულების აქცია განათავსა.
Xiaomi ფაქტობრივად, ბაზირებს პეკინში, თუმცა კომპანია დარეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე. კომპანიის IPO კი ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოლოდინს იწვევს მსოფლიო ბირჟებზე.
კოკა კვირკველია