მსოფლიოში რობოტების „რევოლუცია“ უკვე დაიწყო. ბევრ ქვეყანაში მათ სამუშაო ადგილებზე ადამიანები უკვე ჩაანაცვლეს.
ორგანიზაცია International Federation of Robotics-ის მონაცემებით, რობოტიზაციის მაჩვენებელი მუდმივად მზარდია.
„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, სადაც სამუშაო ადგილებზე რობოტები ადამიანებს ყველაზე ხშირად ცვლიან.
სამხრეთ კორეა
სამრეწველო რობოტების მხრივ სამხრეთ კორეა მსოფლიოში ლიდერის პოზიციაზეა. აქ 10 000 დასაქმებულზე 631 რობოტი მოდის.სინგაპური
სინგაპურში სამრეწველო რობოტების 90% ელექტრონიკის სფეროში არის დაყენებული. ამ ქვეყანაში 10 000 დასაქმებულზე 488 რობოტი მოდის.
გერმანია
გერმანიაში რობოტებს ძირითადად ავტოინდუსტრიაში იყენებენ. აქ ყოველ 10 000 დასაქმებულზე 309 რობოტი მოდის.
იაპონია
გერმანიის ანალოგიურად იაპონიაშიც რობოტები ძირითადად ავტოინდუსტრიაში მუშაობენ. გარდა ამისა, იაპონია რობოტების წარმოებაში წამყვანი ქვეყანაა. აქ 10 000 სამუშაო ადგილზე 303 რობოტი მოდის.
დანია
დანია მსოფლიოში ითვლება განახლებადი ენერგიის ერთ-ერთ მთავარ მომხმარებლად, კერძოდ, ქარის ელექტროსადგურების მიმართულებით. რაც შეეხება ზოგადადა რობოტებს, ამ ქვეყანაში 10 000 დასაქმებულზე 211 რობოტი მოდის.
ამერიკა
რობოტიზაცია დაბალი არც ამერიკაშია. ამ ქვეყანაში 10 000 დასაქმებულზე 189 რობოტი მოდის.
იტალია
რობოტიზირებული ქვეყნების ათეულში შედის იტალია. ევროპის ამ ქვეყანაში 10 000 დასაქმებულზე 185 რობოტი მოდის.
ესპანეთი
ათეულში მოხვდა კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა. ესპანეთში კარგად არის განვითარებული გემთმშენებლობა. ამ ქვეყანაში 10 000 დასაქმებულზე 160 რობოტი მოდის.
კანადა
კანადა ცნობილია ავიამშენებლობისა და მატარებლების წარმოების მიმართულებით. ამ ქვეყენაში 10 000 დასაქმებულზე 145 რობოტი მოდის.საფრანგეთი
მსოფლიოში ყველაზე რობოტიზებული ქვეყნების ათეულში შედის საფრანგეთიც. ქვეყნის მნიშვნელოვანი დარგია მანქანათწარმოება. საფრანგეთში 10 000 დასაქმებულზე 132 რობოტი მოდის.