პეკინში გამართული ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი შედეგის გარეშე დასრულდა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, ჩინეთმა და ამერიკამ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა არ მოხდა კონკრეტიზება, თუ რომელ საკითხებზეა საუბარი.
ამერიკის ფინანსთა მინსიტრის სტივენ მნუჩინის პარასკევს გაკეთებული განცხადებით, როცა მოლაპარაკებების მეორე დღე უნდა დაწყებულიყო, პროცესი მიდიდოდა კარგად. ადგილობრივმა სააგენტო „სინხუამ“ მას გულწრფელი, ეფექტური და კონსტრუქციული“ უწოდა, და ხაზი გაუსვა, რომ მხარეებმა მათ შორის არსებული რიგი უთანხმოებები აღიარეს.
Bloomberg-ის და The Wall Street Journal-ის ხელში ჩავარდნილი კონფიდენციალური დოკუმენტების თანახმად, ამერიკელებმა სთხოვეს ჩინეთს შეამცირონ ამერიკასთან სავაჭრო დეფიციტი სულ ცოტა 200 მილიარდ დოლარამდე 2020 წლისთვის.
2017 წელს ჩინეთი ამერიკის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა, რომელმაც ლიდერობა კანადას წაართვა. აშშ-მა ჩინეთში 130,4 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა, იმპორტი კი ოთხჯერ მეტი იყო. ამის გამო დონალდ ტრამპმა მოუწოდა ჩინეთს ეს უარყოფითი ბალანსი შეამციროს წლიური 100 მილიარდით.
კოკა კვირკველია